Thursday, January 24, 2013

დასკვნა


       ბუნება თავისი კანონზომიერებით, საიდუმლოებითა და სიღრმით დასაბამიდან დღემდე აოცებს ადამიანს. ბუნების უამრავ საიდუმლოებათა ამოხსნა ბოლო საუკუნეების პრიორიტეტი გახდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ საიდუმლოებათა ცოდნამ ადამიანი ბუნებასთან კი არ დააახლოვა, თითქოს კიდევ უფრო დააშორა. იგი უძღები შვილის სიხარბით დაეწაფა მის საგანძურს.
ადამიანის საქმიანობის შედეგად დედამიწის ბუნებამ ბევრ ადგილას შეიცვალა პირვანდელი სახე. გაჩნდა რელიეფის ისეთი ფორმები,როგორიცაა ტერასები, ღხრილები, ხრამები, ყორღანები და სხვ.
            გარემომცველი ბუნების გარდა ადამიანებს არსებობის სხვა წყარო არ გააჩნიათ, ამიტომ მისი სიმდიდრეების გამოყენებისას საჭიროა ზომიერება და მოფრთილება. ბუნებისგან უნდა ავიღოთ იმდენი, რამდენიც გვესაჭიროება და გამოვიყენოთ მთლიანად და ეკონომიურად.
ბუნებას აუცილებლად უნდა დაუბრუნო სანაცვლო იმისა, რასაც მისგან მიიღებ, გონიერება და სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად ადამიანის ურთიერთობას ბუნებასთან, უნდა გესმოდეს მისი არსი და სული, უნდა გქონდეს უნარი მშვენიერებით ტკბობისა.

No comments:

Post a Comment