ზაფხულის ორიენტირები
დადგა ზაფხული – ტურისტული
მოგზაურობების, ექსკურსიების დრო. ტყეს, მთას, ისტორიულ ადგილებს, ძეგლებსა და სხვა
საინტერესო ადგილებს ცოდნის მოყვარულთა
ხმები აცოცხლებენ.
რაც მეტი გვივლია, რაც მეტად იცნობ ბუნებას და ერკვევი მის კანონზომიერებებში,
მით უფრო გიადვილდება ექსპედიციები და ექსკურსიები.
ბუნებისმოყვარულთ აუცილებლად გამომუშავებული უნდა ჰქონდეთ ბუნებაში ორიენტაციის
უნარი. ტურისტებს, ბიოლოგებს, გეოლოგებს, მონადირეებს უნდა შეეძლოთ ადგილზე ორიენტაცია,
სხვანაირად, ბუნების საგნების მიხედვით ორიენტცაიის პოვნა.
მარწყვის, მოცვის, ხურტკმელის ნაყოფები მცენარის უფრო სამხრეთით მწიფდება.
გაზაფხულობით და ზაფხულის დასაწისში ნორჩი ბალახი სამხრეთით უფრო ხშირი და მაღალია,
ვიდრე ჩრდილოეთით.
ზაფხულის დასაწყისში სოკოები უმეტესად ხეთა და კუნძთა ჩრდილოეთით იზრდებიან,
ხოლო ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომაზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ეცემა, მათი ნახვა
ყველაზე მეტად მზით განათებულ ადგილებში შეიძლება.
ჭიანჭველათა ბუდეების ჩრდილოეთი მხარე უფრო დაფერდებულია, სამხრეთისა
- შედარებით გლუვი.
უმეტეს შემთხვევაში ტყის ბილიკები დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილოეთიდან
სამხრეთისაკენ კეთდება...
No comments:
Post a Comment