პროფესიები, რომლითაც დაიცავ ბუნებას
- Conservation Scientists – ორგანიზებას უწევენ ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, მაგ. წყლის. ცდილობენ შექმნან ისეთი პროგრამები, სადაც რესურსი პროდუქტიულიც იქნება და დაცულიც, ანუ ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას.
- Environmental Scientists – იკვლევენ ან ცდილობენ გადაწყვიტონ იმ თემატიკის პრობლემები, რაც მათ აინტერესებთ. მაგ. რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ქიმიური ნივთიერება ზღვის სამყაროზე, როგორ აღვადგინოთ გაუდაბნოებული მიდამოები და ა.შ.
- Environmental Inspectors – არიან როგორც მეცნიერები, ისე კანონის დამცველნი. აკონტროლებენ ქარხნებს, სამშენებლო და ელექტრო კომპანიებს, რომ დაიცვან გარემო და მოსახლეობის ჯანმრთელობა. ისინი ამოწმებენ წყალს, ჰაერს და ქვიშას და დაბინძურების შემთხვევაში ატყობინებენ შესაბამის სტრუქტურებს.
- Park Rangers – იცავენ ბუნებრივ რესურსებს და ისტორიულ–კულტურულ მონუმენტებს. შეიძლება სხვადასხვა განხრით სპეციალიზირება – პარკების ორგანიზება, გამონაბოლქვის მიზეზის შესწავლა, მოსახლეობისთვის გარემოს დაცვის აუცილებლობის ახსნა და ა.შ.
- Foresters and Forestry Technicians – აკონტროლებენ ტყის ფლორა/ფაუნას და ბუნებრივ რესურსებს. Forestry Technicians ეხმარებიან მეტყევეებს და ასრულებენ ფიზიკურ სამუშაოებს.
- Environmental Educators – იგივე ნატურალისტები, ასწავლიან ნებისმიერი ასაკის ადამიანს ბუნების შესახებ. ხშირად გაკვეთილები ბუნებაში გასვლისას, მეგობრულ გარემოში ტარდება
No comments:
Post a Comment